Belive

ჩისკოს წარუმატებელი დებიუტი შეფილდ უენსდის მთავარი მწვრთნელის რანგში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში, ჩემპიონშიფში პირველმა ტურმა აიღო სტარტი. ლეგენდარულ "ჰილსბოროზე" ერთმანეთს ჩისკო მუნიოსის "შეფილდ უენსდი" და პრემიერ ლიგიდან დაქვეითებული "საუთჰემპტონი" დაუპირისპირდნენ.

"დინამო თბილისის" ყოფილი დამრიგებლისთვის ეს პირველი ოფიციალური მატჩი იყო "შეფილდის" მთავარი მწვრთნელი რანგში. მთელი შეხვედრის განმავლობაში "წმინდანები" დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში მე-8 წუთზე ადამ არმსტრონგმა გახსნა, თუმცა წონასწორობა 54-ე წუთზე ლი გრეგორიმ აღადგინა. "უენსდის" გოლს თამაშის სურათში გარდატეხა არ შეუტანია და საბოლოო ლოგიკური შედეგი ჩე ადამსმა დააფიქსირა - "საუთჰემპტონის" შოტლანდიელმა ლეგიონერმა ჩისკოს გუნდს ცვლილებაზე შემოსვლიდან 8 წუთში, 87-ე წუთზე გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

"შეფილდი" შემდეგ მატჩს EFL CUP-ზე, "სტოკპორტის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო ჩემპიონშიფში შემდეგი მატჩი გუნდს 12 აგვისტოს, "ჰალის" წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები