21 წლის ფეხბურთელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა
ანტვერპენისა და საუთჰემპტონის ყოფილი ფეხბურთელი, ვიქტორ უდო 21 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში დაიღუპა.
სამართალდამცავებს ოფიციალური მიზეზი ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ უდოს გარდაცვალების დეტალები ბუნდოვანია - მედია საკვებით ან სასმელით მოწამვლით გამოწვეული სიკვდილის შესახებ საუბრობს.
ვიქტორ უდოს გარდაცვალებას საფეხბურთო კლუბი საუთჰემპტონი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია რომ კლუბი ამ მძიმე წუთებში უდოს ოჯახს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
We are devastated by the tragic passing of former player Victor Udoh at the age of 21.
— Southampton FC (@SouthamptonFC) May 26, 2026
The thoughts of everyone at #SaintsFC go out to Victor's loved ones at this extremely difficult time. pic.twitter.com/EiM0FKC64J
ვიქტორ უდო ანტვერპენის აკადემიის აღზრდილია, რის შემდეგაც საუთჰემპტონს შეუერთდა. 2025 წლის ოქტომბერში ნიგერიელმა ფეხბურთელმა ჩეხურ ბუდეიოვიცესთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.