ჩისკო მუნიოსი ჩემპიონშიფში დაბრუნდა - ესპანელი შეფილდის მწვრთნელი გახდა
"დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ჩისკო მუნიოსი ინგლისის ჩემპიონშიფში დაბრუნდა და "შეფილდ უედნსდეის" მთავარი მწვრთნელი გახდა.
42 წლის სპეციალისტმა ინგლისის ერთ-ერთი ისტორიული და ტიტულოვანი კლუბი ჩაიბარა და საქმიანობას დაუყოვნებლივ შეუდგება, როგორც ამას თავად კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
We are delighted to welcome Xisco Muñoz as our new first team manager 🇪🇸
— Sheffield Wednesday (@swfc) July 4, 2023
Welcome to Hillsborough, Xisco! 🦉#swfc
ჩისკო ინგლისში პირველად ლონდონურ "უოტფორდში" მუშაობდა, როცა "დინამო თბილისიდან 2020 წლის 20 დეკემბერს ზამთარში და გუნდს პრემიერ ლიგაში აღზევებაში დაეხმარა, ხოლო მას შემდეგ ესპანური "უესკას" და კვიპროსული "ანორთოსისის" მწვრთნელი გახლდათ.
"დინამო თბილისის" მაისურით ჩატარებულ 129 მატჩში ჩისკომ 78 გოლის გატანა და 33 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონატის, სამჯერ თასის მოგება მოახერხა და 2-ჯერ საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მწვრთნელის რანგში კი ეროვნული ლიგის მოგება ორჯერ შეძლო.