ჩიჩარიტო მშობლიურ კლუბში დაბრუნდა
13 წლიანი განშორების შემდეგ, ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო) იმ კლუბს დაუბრუნდა, რომელშიც პროფესიონალური კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამდა. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ჩიჩარიტო სამშობლოში დაბრუნდა და "ჩივასის" ღირსებას დაიცავს.
კარიერის გამავლობაში, ჩიჩარიტომ ისეთ სახელოვან ევროპულ კლუბებში ითამაშა, როგორიცაა: "მანჩესტერ იუნაიტედი", მადრიდის "რეალი", "ვესტ ჰემი", "ლევერკუზენი" და "სევილია", რის შემდეგაც "ლოს ანჯელეს გალაქსის" შეუერთდა.
2020-23 წლებში, ჩიჩარიტომ "გალაქსის" მაისურით, 74 მატჩში 38 გოლი გაიტანა. 2023 წლის 3 ნოემბერს, ხავიერ ერნანდესმა "გალაქსი" დატოვა, თუმცა, როგორც ჩანს უსაქმოდ დიდხანს ვერ გაძლო და კარიერის გაგრძელება სამშობლოში გადაწყვიტა.
After 13 years, Javier Hernández has rejoined his boyhood club Chivas 🇲🇽 pic.twitter.com/HgIFxXrOMQ
— Football on TNT Sports (@footballontnt) January 24, 2024