Belive

ლუის ენრიკე ვილიარეალთან მატჩზე: ,,იმედია, ხვალ საუკეთესო ფორმაში არ იქნებიან''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ვილიარეალთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,მოხარულები ვართ, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ ესპანეთში ჩამოვედით. აქ ფეხბურთის ნამდვილ სულს იგრძნობ. რთული იქნება, რადგან გასვლაზე ვთამაშობთ. ყურადღებით უნდა ვიყოთ, გვინდა, ჩვენი დონე ვაჩვენოთ.

ყველა ტურნირი შესაძლებლობაა, ფეხბურთელები განსხვავებულ სიტუაციებში ვნახოთ. თუ ფიქრობთ, რომ სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული ჩვენი შედეგებით ხვალინდელ მატჩს მოვიგებთ, ცდებით. თუ ამბიცია და ხარისხი არ გვექნება, ეს შეუძლებელია. ვილიარეალი ძალიან კარგი გუნდია.

ამ მატჩისთვის განსხვავებულად არ მოვმზადებულვართ, რადგან გვსურს, რომ ყოველთვის მაქსიმუმი გამოვავლინოთ. მეტოქის პრესინგის დაძლევა რთული იქნება, მე კი გამოცდები მომწონს.

გასულ წელს ზუსტად ისეთივე სტარტი გვქონდა, როგორიც წელს და პირველ 8 გუნდში ვერ მოვხვდით. სცენარის მიუხედავად, ხვალ მნიშვნელოვანი იქნება, რომ მზად ვიყოთ.

ინიგო პერესი? მომწონს ახალგაზრდა მწვრთნელები, რომლებსაც თამაში უყვართ. ვილიარეალმა მისი მოყვანით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მათ ლივერპულის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩაატარეს, მაგრამ უფრო მეტს იმსახურებდნენ. ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მატჩს ვერ მოვიგებთ. იმედი მაქვს, რომ ხვალ ისინი საუკეთესო ფორმაში არ იქნებიან.'' - ლუის ენრიკე

ხვალ (00:00 საათზე), ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში, ვილიარეალი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.

3 ტურის შემდეგ პსჟ 9 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ვილიარეალი კი 3 ქულით მე-19 ადგილს იკავებს,

სხვა სტატიები