ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვებგვერდმა, Goal.com-მა, ჩემპიონთა ლიგის 2022-2023 წლების სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
ტოპ ათეულში პირველ ადგილს პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი, ,,მანჩესტერ სიტი'' იკავებს, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ჯერჯერობით არ მოუგია.
მეორე ადგილზე ლიგის რეკორდსმენი - მადრიდის ,,რეალია'', მესამეზე კი - ,,პარი სენ ჟერმენი''.
ხუთეულში, ასევე, მიუნხენის ,,ბაიერნი'' და კატალონიის ,,ბარსელონაც'' მოხვდნენ.
ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით:
- მანჩესტერ სიტი
- რეალი
- პსჟ
- ბაიერნი
- ბარსელონა
- ლივერპული
- ატლეტიკო
- ტოტენჰემი
- ჩელსი
- დორტმუნდი