Belive

ჩემპიონთა ლიგაზე 1/4-ფინალური წყვილების ვინაობა ცნობილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდში "ნაპოლი", “რეალი”, "ინტერი", “მანჩესტერ სიტი”, “ბაიერნი”, "მილანი", “ბენფიკა” და "ჩელსი" გავიდნენ.

საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდგენაირად გადანაწილდა:

"რეალი" – "ჩელსი"

"ინტერი" – "ბენფიკა"

"სიტი" – "ბაიერნი"

"მილანი" – "ნაპოლი"

გაირკვა ისიც თუ, როგორ განაწილდებიან გუნდები ნახევაფინალებში. "რეალისა" და "ჩელსის" წყვილში გამარჯვებული "სიტისა" და "ბაიერნს" შორის მოგებულს დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ, "ნაპოლი" "მილანის" ბარიერს წარმატებით დაძლევს, ხვიჩა ნახევარფინალში "ინტერსა" და "ბენფიკას" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები