Belive

ჩემპიონთა ლიგა ამერიკაში? - ჩეფერინმა ცვლილებებზე მიანიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინიმ მთავარი საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდი ტურნირის მატჩების ჩატარებას სამომავლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში განიხილავს.

"ფეხბურთი ამჟამად ძალიან პოპულარულია შეერთებულ შტატებში. ამერიკელები მზად არიან გადაიხადონ საკმარისი თანხა და ისინი თვალს ადევნებენ ევროპულ ფეხბურთს ისე, როგორც ევროპაში კალათბურთის მოყვარულები მიჰყვებიან NBA-ის.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პერსპექტიული ბაზარი მომავლისთვის. საქმე ისაა, რომ უფლებებს ძალიან კარგად ვყიდით. ამერიკელების სპონსორობასთან ახლოს ვართ. ეს ის ქვეყანაა, რომელიც ევროპელებზე მეტად ნიჭიერია კომერციულ საკითხებში.

ფანები მაინც იფიქრებენ - შვეიცარიაში ისინი მხოლოდ ფულზე ფიქრობენ. კიდევ ერთხელ და მეათასედ ვიმეორებ, რომ ჩვენ ფულის 97%-ს გადავანაწილებთ. რა თქმა უნდა, ჩვენი შემოსავალი დიდია. ვისურვებ, რომ ის კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, ვიდრე ახლაა.

შოკში ვიყავი იმის გამო, რომ ევრო 2020-ის ფინალს უფრო მეტი ადამიანი უყურებდა აშშ-ში, ვიდრე NBA-ის ფინალს. ასევე, შოკირებული დავრჩი იმით, რომ ევროპის ჩემპიონატის 30 მატჩის მაყურებელთა რაოდენობა სუპერ ბოულის მაყურებლების რაოდენობას უთანაბრდებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ კარგად ვმუშაობთ", - თქვა სლოვენიელმა მენეჯერმა.

ჩეფერინს არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად სად შეიძლება ჩატარდეს უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩები, მაგრამ 2018 წელს იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკი ამისთვის ემზადებოდა.

სხვა სტატიები