ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მინიმუმ 5 იტალიური გუნდი ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში სერია A-დან მინიმუმ 5 გუნდი იასპარეზებს.
ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც გუშინ ევროპა ლიგის ნახევარფინალში ,,რომა'' და ,,ატალანტა'' გავიდნენ,
2024-2025 წლების სეზონიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატი იცვლება და 32 გუნდის ნაცვლად, მასში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს. დამატებითი 4 ადგილიდან კი 2 იმ ლიგებზე გადანაწილდება, რომელთა წარმომადგენლებმაც სეზონში უეფას კოეფიციენტების ცხრილში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.
ამგვარად, იტალიის სერია A-მ ჩეპიონთა ლიგაზე დამატებითი ადგილი პირველად მიიღო, მეორე ადგილისთვის კი ბუნდესლიგა და პრემიერლიგა იბრძვიან.
გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ლიგის მომავალ სეზონში 6-მა იტალიურმა გუნდმაც ითამაშოს. ამისთვის ,,რომამ'' ან ,,ატალანტამ'' ევროპა ლიგა უნდა მოიგოს, ჩემპიონი კი სერია A-ს საუკეთესო ხუთეულში ვერ უნდა მოხვდეს.
ამ მომენტისთვის სერია A-ს საუკეთესო ექვსეული ასე გამოიყურება:
ინტერი - 83 ქულა
მილანი - 69 ქულა
იუვენტუსი - 63 ქულა
ბოლონია - 59 ქულა
რომა - 55 ქულა
ატალანტა - 51 ქულა
🚨 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Serie A will have a minimum of FIVE teams in the Champions League next season. 🇮🇹🔝 pic.twitter.com/EhBHAetXfF
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) April 18, 2024