Belive

მილანთან მატჩში დაჩი ლორთქიფანიძე კრემონეზეს განაცხადშია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს პირველ ტურში, შესაძლოა, მილანთან ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს. მილანი სან სიროზე კრემონეზეს მასპინძლობს, ამ უკანასკნელის განაცხადში კი მთავარმა მწვრთნელმა, დავიდე ნიკოლამ, 20 წლის ნახევარმცველი, დაჩი ლორთქიფანიძე შეიყვანა. დაჩიმ წინასაზეზონო შეკრება კრემონეზეს პირველ გუნდთან ერთად გაიარა და ამხანაგურ მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.

თბილისში დაბადებული დაჩი ლორთქიფანიძე დიდი ხანია იტალიაშია და ის კრემონეზეს აღზრდილია. კაპიტნობდა ამ გუნდის 'დუბლებსაც', 2023/24 წლებში მან პრიმავერა 2 მოიგო. ლორთქიფანიძეს პირველ გუნდში გამოჩენის შანსი 2024 წლის ზაფხულში მიეცა და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები