Belive

ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში მინიმუმ 5 გერმანული გუნდი ითამაშებს

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში ბუნდესლიგიდან მინიმუმ 5 გუნდი იასპარეზებს.

ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში ,,დორტმუნდმა'' ,,პარი სენ ჟერმენი'' დაამარცხა.

2024-2025 წლების სეზონიდან მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფორმატი იცვლება და 32 გუნდის ნაცვლად, მასში მონაწილეობას 36 გუნდი მიიღებს. დამატებითი 4 ადგილიდან კი 2 იმ ლიგებზე გადანაწილდება, რომელთა წარმომადგენლებმაც სეზონში უეფას კოეფიციენტების ცხრილში საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს.

ამგვარად, ბუნდესლიგამ ჩეპიონთა ლიგაზე დამატებითი ადგილი პირველად მიიღო, მეორე ადგილი კი იტალიის სერია A-ს ერგო.

გარდა ამისა, გამორიცხული არ არის, რომ ლიგის მომავალ სეზონში 6-მა გერმანულმა გუნდმაც ითამაშოს. ამისთვის ,,დორტმუნდმა'' ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს, ბუნდესლიგაში კი მე-5 პოზიცია დაიკავოს.

სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, ბუნდესლიგის საუკეთესო ექვსეული ასე გამოიყურება:

  1. ლევერკუზენი - 81 ქულა (ჩემპიონი)

  2. ბაიერნი - 69 ქულა

  3. შტუტგარტი - 64 ქულა

  4. ლაიფციგი - 62 ქულა

  5. დორტმუნდი - 57 ქულა

  6. აინტრახტი - 45 ქულა

სხვა სტატიები