Belive

ალონსო: ,,უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ''

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლევერკუზენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ხაბი ალონსომ, ,,ატალანტასთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,უნდა ვაღიაროთ, რომ ატალანტა უკეთესი იყო და ტიტულს იმსახურებდა. პირველი გაშვებული გოლის შემდეგ პრობლემები შეგვექმნა და გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. მომენტების შექმნა გაგვიჭირდა. დღეს ისინი უკეთესები იყვნენ. ეს ყველაფერი გასპერინის დიდი შრომის შედეგია და მას წარმატებებს ვუსურვებ!

როცა მცირე უპირატესობა გვქონდა, მეტოქე პოზიციებს ძალიან სწრაფად უბრუნდებოდა. ეს ფეხბურთია, ასეც ხდება... შეცდომები უნდა გავაანალიზოთ, რადგან შაბათს კიდევ ერთი ფინალი გველის (გერმანიის თასის).

რა თქმა უნდა, წაგება მტკივნეულია, მაგრამ უნდა ვიამაყოთ იმით, რასაც მივაღწიეთ. თამაში ისე არ გამოგვივიდა, როგორც დავგეგმეთ. ეს ერთგვარი გამოწვევაა თუ როგორ ვუპასუხოთ დამარცხებას და გავუმკლავდეთ ტკივილს.'' - ხაბი ალონსო

ევროპა ლიგის ფინალში ,,ატალანტამ'' მიმდინარე სეზონში დაუმარცხებელ ,,ლევერკუზენს'' 3:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული ისტორიაში პირველად გახდა.

სხვა სტატიები