Belive

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

8 გუნდი წყვილებში ასე გადანაწილდა:

  • არსენალი - ბაიერნი

  • ატლეტიკო - დორტმუნდი

  • რეალი - მანჩესტერ სიტი

  • პსჟ - ბარსელონა

ნახევარფინალში ატლეტიკოსა და დორტმუნდის წყვილში გამარჯვებული პსჟ-სა და ბარსელონას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, არსენალსა და ბაიერნს შორის წყვილში მოგებული კი - რეალისა და სიტის შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 9 და 10 აპრილს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 16 და 17 აპრილსაა ჩანიშნული.

ტურნირის ფინალი პირველ ივნისს, ლონდონში, ,,უემბლიზე'' გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ,,მანჩესტერ სიტია'', რომელმაც გასულ წელს ფინალში ,,ინტერი'' დაამარცხა.

სხვა სტატიები