Belive

"ჩემი საქციელის გამო ძალიან ვწუხვარ" - ანტონიო რუდიგერი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბარსელონამ" კოპა დელ რეის ფინალში "რეალ მადრიდი" ექსტრა ტაიმში 3:2 დაამარცხა. მატჩის ბოლოს მოედანზე სიტუაცია ძალიან დაიძაბა და 3 წითელი ბარათიც ვიხილეთ. ინციდენტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ანტონიო რუდიგერი იყო, რომელმაც ემოციები ვერ მოთოკა.

გერმანელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ თავის საქციელს ნანობს:

გასულ ღამეს, ჩემი საქციელის გამო ძალიან ვწუხვარ და ამას არანაირი გამართლება არ აქვს. მე-2 ნახევრიდან კარგად ვითამაშეთ, 111-ე წუთის მერე ჩემს გუნდს ვეღარ დავეხმარე და საბოლოო სასტვენამდე შეცდომა დავუშვი.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი მსაჯსაც და ყველას, ვისაც იმედები გავუცრუე. - ანტონიო რუდიგერი - "რეალ მადრიდის" ფეხბურთელი
ანტონიო რუდიგერის პოსტი სოციალურ ქსელში

სხვა სტატიები