დავიდე ანჩელოტი ბოტაფოგოს მწვრთნელი გახდება
დავიდე ანჩელოტიმ ბოტაფოგოსთან შეთანხმებას მიაღწია, ის ბრაზილიური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება - იტყობინება O’globo. იტალიელი მწვრთნელი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობიდან ტოვებს და მთავარი მწვრთნელის რანგში, კარიერის პირველ ნაბიჯს დგამს.
კარლო ანჩელოტის ვაჟი რენატო პაივას შეცვლის, რომელიც ბოტაფოგოდან კლუბების მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, ბრაზილიურ პალმეირასთან გამოვარდნის შემდეგ გაათავისუფლეს. შესაბამისად, დავიდე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში რიო დე ჟანეიროში ჩავა და ახალ პროექტს გაუძღვება.
პარი სენ-ჟერმენში (2012/13) და რეალ მადრიდში (2013/15) ფიტნეს მწვრთნელად მუშაობის შემდეგ, დავიდე ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერა მამამისის, კარლოს ხელმძღვანელობით დაიწყო - დავიდე კარლოს მარჯვენა ხელი და ასისტენტი მწვრთნელი იყო. მამა-შვილი ერთად ბაიერნ მიუნხენში (2016/17), ნაპოლიში (2018/19), ევერტონსა (2019/21) და რეალ მადრიდში (2021/25) მუშაობდნენ.
🤍🖤🇧🇷 Davide Ancelotti has agreed to become new head coach at Botafogo, here we go!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 7, 2025
Ancelotti takes first job of his career as @geglobo reports after being Carlo’s right hand at Real Madrid in recent years.
After being close to Rangers, Davide Ancelotti starts career at Fogão. pic.twitter.com/wEuKNBewT5