Belive

46 წლის ასაკში | რონალდინიო კარიერას განაახლებს

10 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, რონალდინიო დე ასის მორეირა კარიერის განახლებას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიურ მედიასთან თავად ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ადასტურებს.

46 წლის ასაკში რონალდინიო იტალიის სერია C-ში მოთამაშე რავენას შეუერთდება და საჩვენებელ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს.

"მოუთმენლად ველი, როდის ვიცეკვებ ისევ ბურთთან ერთად და დავწერ ახალ ისტორიას ინიაციოსა და ჩიპრიანის მთელ ოჯახთან ერთად. ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის სიხარულის წყარო იყო და მსურს, ეს სულისკვეთება რავენაშიც ჩავიტანო", - უთხრა რონალდინიომ Gazzetta dello Sport-ს.

რონალდინიოს ტრანსფერი გამოცხადდება ღონისძიებაზე, რომელიც, მაიამიში, 23 ივნისს გაიმართება. ამ ნაბიჯს დიდი მარკეტინგული კომპონენტი აქვს და არსებობს შანსი, რომ ფეხბურთელი კლუბის აქციონერი გახდეს. ასე რომ, ჯერ კიდევ დაზუსტებით არ არის ცნობილი, რა სტატუსით შეუერთდება რონალდინიო რავენას და მიიღებს თუ არა მონაწილეობას სეზონის განმავლობაში გუნდის მატჩებში. ბრაზილიელს 2015 წლის 26 სექტემბრის შემდეგ, ფლუმინენსეში გამართული შეხვედრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა აღარ მიუღია.

კარიერის განმავლობაში რონალდინიომ არაერთი მნიშვნელოვანი გუნდური და ინდივიდუალური ჯილდო მოიგო, მათ შორის ოქროს ბურთი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს ჩემპიონატი, კონფედერაციის თასი, კოპა ამერიკა, ლიბერტადორესის თასი, ესპანეთისა და იტალიის ჩემპიონატები.

სხვა სტატიები