დაბრუნება 3-თვიანი მძიმე ტრავმის შემდეგ | ისაკი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სთან ითამაშებს
შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ლივერპულის 26 წლის ფორვარდი - ალექსანდრ ისაკი, წვივის ძვლის მოტეხილობისა და 3-თვიანი უქმე პერიოდის შემდეგ, ვარჯიშს დაუბრუნდა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მან ტრავმა ბოლომდე მოიშუშა, ბურთით ვარჯიშიც უკვე დიდი ხანია დაწყებული აქვს და ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პსჟ-სთან დაბრუნდება.
Alexander Isak is set to return to team training on Thursday, Arne Slot has confirmed ℹ️
— Liverpool FC (@LFC) April 1, 2026
ალექსანდრ ისაკმა ეს უმძიმესი ტრავმა, პრემიერ ლიგის მე-17 ტურში ტოტენჰემის წინააღმდეგ მიიღო, მაშინ როდესაც მოედანზე ცვლილებიდან შემოვიდა და 10 წუთში გოლის გატანა შეძლო, სწორედ გოლის გატანის მომენტში დარტყმის დროს, მიკი ვან დე ვენის ვარდნის შემდეგ ფეხი ცუდად ჩაყვა და ტრავმა მიიღო, რის შემდაგაც იგი მოედნიდან აცრემლიანებული გავიდა.
26 წლის შვედს ოპერაცია ჩაუტარდა და 2 თვე არ უვარჯიშია, მესამე თვის სტარტზე კი მან რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო.
ალექსანდრ ისაკი ლივერპულს ზაფხულში შეუერთდა, მისი ტრანსფერი კი მერსისაიდული კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულია (£125 მილიონი). ამ პერიოდში მან 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
პსჟ-სა და ლივერპულის 1/4-ფინალური პირველი დაპირისპირება 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე პარიზში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი ინგლისში 14 აპრილს შედგება.