Belive

ბარსელონას პრეზიდენტმა რეალის პენალტით მოგებულ მატჩს დასცინა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, რეალს, რაიო ვალეკანოსთან ბოლო წამზე გატანილი გოლის გამო დასცინა.

ლაპორტა საჯაროდ, ცინიკურად გამოეხმაურა კილიან მბაპეს მიერ მე-100 წუთზე გატანილ პენალტს. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც საჯარიმოში ბრაჰიმ დიასი წაიქცა, მსაჯმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, გამარჯვების გოლი კი მბაპემ გაიტანა. ბარსელონას პრეზიდენტს ამ თემაზე აზრი ჰკითხეს, მან კი სიმულაციის იმიტაცია გააკეთა და თქვა, რომ ეს "ჩაყვინთვა" იყო.

უკვე დიდი ხანია სასამართლო ბარსელონას მსაჯებთან დაკავშირებულ სკანდალს იძიებს - ამასთან დაკავშირებით, ფლორენტინო პერესსაც ხშირად გაუკეთებია განცხადება, ასე რომ, გუნდებს შორის, მსაჯების დახმარებასთან დაკავშირებული დაპირისპირება საკმაოდ ხშირია.

სხვა სტატიები