"ჩემი დრო აუცილებლად მოვა" - გიორგი მამარდაშვილი
3 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის პოდკასტში ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ დეტალზე, რომელიც ამჟამად გუნდში ხდება, უფრო კონკრეტულად მის მცირე სათამაშო დროზე.
ლივერპულთან კონტრაქტი დაახლოებით 2 წლის წინ გავაფორმე, მოცდა მომიწია,
სანამ ლივერპულში გადმოვიდოდი, რადგან ძალიან გრძელი წელი იყო, ახლა ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები.
ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო, რომელიც აქ ვიგრძენი. ინგლისურად კარგად ვერ ვლაპარაკობდი და ალექსის მაკ ალისტერი და ალისონ ბეკერი ძალიან დამეხმარნენ, მგონი ახლა უკეთესად ვლაპარაკობ.
როდესაც ვალენსიაში ვიყავი, ჩემმა ყოფილმა მეკარეთა მწვრთნელმა, ხოსე მანუელ ოჩოტორენამ მითხრა, რომ ამბიციასა და მოთმინებას შორის ბალანსი უნდა მეპოვა. ის ყოველთვის ამბობდა: "განაგრძეთ შრომა და არასდროს იცით, როდის გექნებათ შანსი".
მამაჩემი მეკარეების მწვრთნელი იყო და ჩემ მიმართ ძალიან მკაცრი იყო. მახსოვს, საქართველოში ტურნირი ტარდებოდა და ნახევარფინალში შეცდომა დავუშვით, მაგრამ მაინც მოვიგეთ. ფინალში კი სამი პენალტი მოვიგერიე და გავიმარჯვეთ, მაგრამ მან ტურნირის საუკეთესო მეკარის ჯილდო სხვას გადასცა და ტირილი დავიწყე. ამის შემდეგ ვკითხე თუ რატომ გააკეთა ეს, მან კი მიპასუხა: "გახსოვს ნახევარფინალი?"
რა თქმა უნდა, ადვილი არასდროს არის, რადგან მხოლოდ ერთი კარია! მაგრამ როგორც ვთქვი, თუ არ ვითამაშებ, პრობლემა არ მაქვს, ამისთვის ყოველდღე უნდა ვიმუშაო და სულ ესაა. ჩემი დრო აუცილებლად მოვა. შეიძლება არა წელს, მაგრამ ჩემი დრო მოვა. - გიორგი მამარდაშვილი
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულში გასულ წელს ვალენსიადან გადავიდა, მერსისაიდულ კლუბს ქართველის ტრანსფერი 30 მილიონი ევრო დაუჯდა. მამარდა ლივერპულში ჯერჯერობით მეორე მეკარედ ითვლება, მაგრამ ალისონის ტრავმიანობის პერიოდში მან 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და კარის მშრალად შენახვა 3 მატჩში მოახერხა.