ჯიბრილ სისეს შვილმა ლივერპულთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჯიბრილ სისეს შვილმა, პრინს სისემ, ლივერპულთან პირველ პროფესიონალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
17 წლის ფეხბურთელი კლუბში ჯერ კიდევ პრე-აკადემიის ეტაპიდან ირიცხებოდა. სისეს 2025-26 წლების სეზონში მერსისაიდელთა 21-წლამდელთა გუნდში დებიუტი ჰქონდა და გოლის გატანა პირველსავე მატჩში შეძლო.
ბოლო წლებში სისემ პოზიცია შეიცვალა და ცენტრალური მცველი გახდა (კარიერას თავდამსხმელად იწყებდა). მამასთან შედარებაზე საუბრისას, რამდენიმე თვის წინ პრინსმა განაცხადა:
,,მისი თამაშის საუკეთესო მომენტები ნანახი მაქვს. სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ როგორი იყო - ცოტა გიჟური მოთამაშე თავისი გიჟური ვარცხნილობებითა და ათასი რამით. ახლა, როცა თავად ცენტრალური მცველი ვარ, მის წინააღმდეგ თამაში არ მომინდებოდა.'' - პრინს სისე
პრინსს უელსის 19 და 17-წლამდელთა ნაკრებებში აქვს ნათამაშები.
Prince Cisse has signed his first professional contract with @LFC - congratulations, Prince 🙌
— The LFC Academy (@LFCAcademyX) June 11, 2026
🔗 https://t.co/pe4brcR8Jq pic.twitter.com/WyZHA7qUxe