ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, ყოფილი კლუბის, "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ, "პსჟ-ს" თავდამსხმელმა ნეიმარმა ემოციები ვერ დამალა. ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა თანაგუნდელები სოციალური ქსელის მეშვეობოით გაამხნევა.
"ეს რა შესანიშნავი გუნდური თამაში იყო. ყველამ დიდებულად იმუშავა. ჩემი ბიჭის ჰეთ-თრიქი, პარედესი კი ურჩხულია", - დაწერა 29 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში.
ნეიმარს არც ყოფილი თანაგუნდელები დავიწყებია: "ბიჭებო, გახსოვდეთ, რომ ეს უბრალოდ თამაშია და თქვენ ვერაფერს გააკეთებთ".
ნეიმარმა "ბარსელონაში 2013-17 წლებში ითამაშა და 186 შეხვედრაში 105 გოლის გატანა და 76 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან ესპანურ გრანდთან ერთად, ყველა შესაძლო ტიტული მოიგო, მათ შორის 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა.