Belive

ლენგლე: ,,რამდენიმე წლის შემდეგ, ბარსელონა ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბარსელონას'' მცველმა, კლემან ლენგლემ, რომელიც მიმდინარე სეზონს ,,ტოტენჰემში'' ატარებს, განაცხადა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, კატალონიური გუნდი ტიტულებისთვის ისევ იბრძოლებს:

,,წელს ,,ბარსელონაში'' არ ვიქნები, ამიტომ ასეთ დროს ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ,,ბარსა'' ძალიან დიდი გუნდია.

შესაძლოა, ბოლო წლები ისეთი კარგი არ იყო, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, ყველა ტიტულისთვის ისევ ვიბრძოლებთ,'' - ლენგლეს სიტყვებს The Times-ი ციტირებს.

ლენგლე ,,ბარსელონაში'' 2018 წელს ,,სევილიადან'' გადავიდა. 27 წლის მცველს კატალონიურ კლუბთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი აქვს მოგებული.

სხვა სტატიები