"ჩემი ბიჭების დამსახურებაა" - რუბენ ამორიმი ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელია
პრემიერ ლიგამ ოქტომბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელა. ალბათ არავისთვის არ იქნება გასაკვირი, რომ ორივე ტიტულის მფლობელი მანჩესტერ იუნაიტედიდან არიან, რადგან მათ ბრწყინვალე თვე გამოუვიდათ.
მანჩესტერმა ოქტომბერში 3 პრემიერლიგური მატჩი გამართა, საიდანაც სამივე გამარჯვება მოიპოვა. მათ ბრაიტონი, ლივერპული და სანდერლენდი დაამარცხეს.
სწორედ ამის გამო, პრემიერ ლიგის ოქტომბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად - რუბენ ამორიმი, საუკეთესო ფეხბურთელი კი - ბრაიან მბემუ დასახელდნენ.
🚨 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Ruben Amorim has been named the Premier League Manager of the Month for October. pic.twitter.com/NTG2HuXGmy
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) November 7, 2025
რაც შეეხება ბრაიან მბემუს, მან სანდერლენდის წინააღმდეგ თავი ასისტით გამოიჩინა, ლივერპულთან 1, ხოლო ბრაიტონთან 2 გოლის გატანა შეძლო.
'წითელი ეშმაკები' 10 ტურის შემდეგ 17 ქულით, პრემიერ ლიგის ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფებიან. სანაკრებო პაუზის დაწყებამდე, მანჩესტერ იუნაიტედი მე-11 ტურის მატჩში ლონდონში ჩავა და ტოტენჰემს ესტუმრება.