"ჩელსისთან ეს ყველამ დავინახეთ" - ერიკ ტენ ჰაგი
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-15 ტურის ცენტრალურ მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" დაპირისპირება შედგა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართულ მატჩში, "წითელმა ეშმაკებმა" მეტოქე 2:1 დაამარცხეს.
მინიმალური ანგარიშით გამარჯვების მიუხედავად, "მანჩესტერ იუნაიტედი" მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ერიკ ტენ ჰაგს გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც მენეჯერმა გულწრფელი კომენტარი გააკეთა.
სხვადასხვა მედია საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გასახდელი ოთახის 50-მა პროცენტმა თქვენს მიმართ ნდობა დაკარგა. როგორ აისახა ეს ყველაფერი თქვენზე?
ერიკ ტენ ჰაგი: ამას ჩემზე არ უმოქმედია, რადგან მე სიმართლე ვიცი. სიმართლე, რომელიც თქვენ "ჩელსის" წინააღმდეგ დაინახეთ. - ერიკ ტენ ჰაგი.
🔴 “Multiple media said that 50% of the dressing lost their faith in you. How did that affect you?”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 7, 2023
🔴 Erik ten Hag: “It didn't. Because I know the truth. And you have seen the truth vs Chelsea”. pic.twitter.com/KXosgqvRJO