Belive

მანჩესტერმა ოლდ ტრაფორდის ბალახის ფრაგმენტების გაყიდვა დაიწყო

5 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედმა ფანებს ახალი სუვენირი შესთავაზა - კლუბმა ოლდ ტრაფორდის გაზონის ფრაგმენტები სპეციალურ კუბებში მოათავსა და გასაყიდად გამოიტანა. თითოეული ასეთი უნიკალური ნივთის ღირებულება 125 ფუნტს შეადგენს.

გუნდის ვებგვერდის ცნობით, ივნისში სტადიონის მოედანი ფსკერამდე გადათხარეს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. აბონემენტის მფლობელებს სუვენირის შეძენაზე ექსკლუზიური, ადრეული წვდომა მიეცათ.

იუნაიტედის მიერ გამოქვეყნებული ბოლო ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კლუბის გრძელვადიანი სავალდებულო სესხები 577,6 მილიონ ფუნტს შეადგენს. მიუხედავად რეკორდული შემოსავლებისა, წითელმა ეშმაკებმა გასული სეზონი 43-მილიონიანი ზარალით დაასრულეს.

პრემიერლიგის 5 ტურის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედს 5 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა.