Belive

ჩელსის ყველაზე ცუდი შედეგი თითქმის 1 საუკუნის განმავლობაში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მერვე ტურის გადადებულ მატჩში ლონდონის "ჩელსიმ" საკუთარ მოედანზე "ლივერპულთან" ფრე - 0:0 ითამაშა.

"არისტოკრატებს" მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 29 გოლი აქვთ გატანილი. როგორც ამ მატჩის დასრულების შემდეგ გაირკვა, ისტორიაში მხოლოდ ორ სეზონში მოხდა, რომ გუნდმა ჩემპიონატის ამ ეტაპზე უფრო ნაკლები გოლი გაიტანა - 23 გოლი 1921/22 წლების სეზონში და 16 გოლი 1923/24 წლების სეზონში. შესაბამისად, 99 წელია, რაც "ლურჯებს" ასეთი ცუდი შედეგი არ ჰქონიათ.

მიმდინარე სეზონში, ლონდონის "ჩელსის" ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 29 მატჩში 39 ქულა აქვს დაგროვებული და მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ შეხვედრას ამჟამად მთავარი მწვრთნელის გარეშე მყოფი კლუბი 8 აპრილს, "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები