1 წლიანი პაუზა დასრულდა - დე ხეა კარიერას იტალიაში გააგრძელებს
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
1 წლიანი პაუზის შემდეგ, დავიდ დე ხეა კარიერას ანახლებს. იტალიურ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელ კიპერსა და "ფიორენტინას" შორის სიტყვიერი შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც დე ხეა ფლორენციაში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დავიდ დე ხეა 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და "ფიორენტინას" მაისურს მოირგებს.
შეგახსენებთ, "ოლდ ტრაფორდზე" გატარებული 12 სეზონის შემდეგ, დე ხეამ "მანჩესტერ იუნაიტედი" გასული წლის ივლისში დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მიუხედავად რამდენიმე სოლიდური შეთავაზებისა, კიპერმა 1 წლით დასვენება გადაწყვიტა და პროფესიულ საქმიანობას მხოლოდ ახლა უბრუნდება.