Belive

შესაძლოა დენზელ დუმფრისი მანჩესტერ იუნაიტედში ვიხილოთ

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

The Atletic-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დენზელ დუმფრისი "ინტერთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყოყმანობს. როგორც წყარო იტყობინება, ამის მიზეზი "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო ტრანსფერია.

ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერება, რომ ვან-ბისაკა "ვესტ ჰემს" უახლოვდება. იმ შემთხვევაში თუ ინგლისელი ჩაქუჩებში გადავა, მას დუმფრისი ჩაანაცვლებს. The Atletic-ის ცნობით, ნიდერლანდელს ძალიან სურს, რომ "წითელი ეშმაკების" რიგებს შეუერთდეს.

აღსანიშნავია, რომ დენზელს კონტრაქტის ამოწურვის ბოლო წელი რჩება. იმ შემთხვევაში თუ "ინტერი" დუმფრისს არ გაყიდის, მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ.

სხვა სტატიები