ჩელსის მფლობელი ნეიმარის წარმომადგენლებს შეხვდა
ლონდონის ,,ჩელსიმ'' ,,პარი სენ ჟერმენის'' შემტევის, ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.
Footmercato-ს ცნობით ,,არისტოკრატების'' მფლობელი, ტოდ ბოული ბრაზილიელის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ფეხბურთელის ლონდონურ კლუბში შესაძლო გადასვლა განიხილეს.
შეხვედრაზე ამერიკელმა ბიზნესმენმა ნეიმარის მხარეს მისი გუნდის სამომავლო პროექტი გააცნო.
,,ჩელსის'' მფლობელის პარიზში ვიზიტზე წერს ESPN-იც, რომლის ინფორმაციითაც ბოული პარიზული კლუბის პრეზიდენტს, ნასერ ალ-ხელაიფისაც შეხვდა.
მიმდინარე სეზონში ნეიმარის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 17 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა. 31 წლის ფეხბურთელს ,,პსჟ-სთან'' კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
PSG president Nasser al Khelaifi and Chelsea co-owner Todd Boehly had a secret meeting in Paris to discuss a potential transfer for Neymar, sources have confirmed to ESPN 👀 pic.twitter.com/7WzlaQSInH
— ESPN FC (@ESPNFC) February 16, 2023