ფეხბურთელების ათეული, რომლებიც მატჩის საუკეთესოდ ყველაზე მეტჯერ დასახელდნენ
PopFoot-მა ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში მატჩების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით იმ ფეხბურთელების საუკეთესო ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც 2009 წლის შემდეგ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეებად სახელდებოდნენ.
ისევე, როგორც სხვა ბევრ კომპონენტში, ამ სტატისტიკურ მაჩვენებელშიც საუკეთესო ლიონელ მესი გახლავთ, რომელმაც "ბარსელონასა" და "პსჟ-ის" შემადგენლობაში ჩემპიონატებში 628 მატჩი ჩაატარა და 324-ჯერ (51.6%) საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ იმყოფება, 5 ოქროს ბურთის მფლობელს კი ნეიმარი მოჰყვება, რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (ბარსელონა, პსჟ) – 51,6% (324 მატჩი 628-დან);
2. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი, მადრიდის რეალი, იუვენტუსი) — 28,8% (176/612);
3. ნეიმარი (ბარსელონა, პსჟ) — 26,8% (90/336);
4. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (ბარსელონა, მილანი, პსჟ, მანჩესტერ იუნაიტედი) — 24,2% (96/396);
5. კილიან მბაპე (მონაკო, პსჟ) — 24% (82/342);
6. ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია, მანჩესტერ სიტი) — 21,5% (39/181);
7. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ბაიერნი) — 21,2% (98/463);
8. არიენ რობენი (ბაიერნი) – 20,3% (57/281);
9. კევინ დე ბრუინე (ვერდერი, ჩელსი, ვოლფსბურგი, მანჩესტერ სიტი) — 19,3% (86/446);
10. ედენ აზარი (ლილი, ჩელსი, რეალი) — 19,2% (100/520);