Belive

ზიეჩი გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 2 ჯარიმა გაიტანა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა ,,მანჩესტერ იუნაიტედსა'' და ,,გალათასარაის'' შორის ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

მატჩში დუბლი გაიფორმა თურქული გუნდის შემტევმა, ჰაკიმ ზიეჩმა - მაროკოელმა ორივე შემთხვევაში, საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა.

შედეგად, ნეიმარისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, ზიეჩი გახდა მესამე ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ორი ჯარიმა გაიტანა.

რონალდუმ 2009 წელს ჯარიმიდან ორჯერ ,,ციურიხის'' კარი აიღო, ნეიმარმა კი სტანდარტულებით 2018 წელს ,,ცრვენა ზვეზდასთან'' შეხვედრაში ისარგებლა.

სხვა სტატიები