Belive

ჩელსიმ ტრანსფერებში €600 მილიონზე მეტი დახარჯა | რაზე აკეთებს გუნდი აქცენტს?

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

უკრაინელი ამომავალი ვარსკვლავის, მიხაილო მუდრიკის ლონდონის "არსენალში" გადასვლა თითქოს გადაწყვეტილი იყო. ბრიტანეთში იმაზეც საუბრობდნენ, რომ 22 წლის ფორვარდთან ერთად, არტეტას გუნდი პრემიერ ლიგას უთუოდ მოიგებდა, მაგრამ მოულოდნელად, "ჩელსიმ" უფრო სწრაფი და ფინანსურად მომგებიანი შეტევა განახორციელა.

"ჩელსის" ახალი მფლობელი ჰყავს - ჯერჯერობით, რომან აბრამოვიჩივით პოპულარული არ გახლავთ, თუმცა ტოდ ბოელის სახელი უფრო და უფრო ხშირად ისმის. მუდრიკის სანაცვლოდ, "ჩელსიმ" "შახტარს" €70 მილიონი გადაუხადა, რასაც ბონუსის სახით, €40 მილიონამდე შესაძლოა დაემატოს. ასეთი მსუყე სატრანსფერო გარიგების მიუხედავად, "ჩელსისთვის" მუდრიკი ამ სეზონის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი არ ყოფილა.

ზამთრის სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს, ენცო ფერნანდესის €121 მილიონად შეძენამ ყველა დააფიქრა იმაზე, რომ "ჩელსი" მომავლის ხმამაღალ განაცხადს აკეთებს. Transfermarkt-ის თანახმად, ზაფხულის შემდეგ, ლონდონელებმა €611.5 მილიონის ღირებულების ტრანსფერები განახორციელეს - ქვემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23 წელია.

  • ენცო ფერნანდესი "ბენფიკადან", €121 მლნ.
  • უესლი ფოფანა "ლესტერიდან", €80 მლნ.
  • მახაილო მუდრიკი "შახტარიდან", €70 მლნ.
  • მარკ კუკურელა "ბრაიტონიდან", €65 მლნ.
  • რაჰიმ სტერლინგი "მანჩესტერ სიტიდან", €56 მლნ.
  • ბენუა ბბადიაშილე "მონაკოდან", €38 მლნ.
  • კალიდუ კულიბალი "ნაპოლიდან", €38 მლნ.
  • ნონი მადუეკე "პსვ"-დან, €35 მლნ.
  • მალო გუსტო "ლიონიდან", €30 მლნ.
  • კარნი ჩუკვუემეკა "ასტონ ვილადან", €18 მლნ.
  • ანდრეი სანტოსი "ვასკო და გამადან", €12.5 მლნ.
  • პიერ-ემერიკ ობამეიანგი "ბარსელონადან", €12 მლნ.
  • დავიდ ფოფანა "მიოლდედან", €12 მლნ.
  • ჟოაო ფელიქსი "ატლეტიკოდან", იჯარით, €11 მლნ.
  • გაბრიელ სლონინა "ჩიკაგოდან", €9 მლნ.
  • დენის ზაკარია "იუვენტუსიდან", იჯარით, €3 მლნ.

ტედ ბოელიმ "ჩელსი" მიმდინარე წლის მაისში $5 მილიარდად მას შემდეგ შეიძინა, რაც ბრიტანეთის მთავრობისგან სპეციალური ნებართვა მიიღო. როგორც იცით, უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრიდან გამომდინარე, ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირები დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, რომლის ფარგლებშიც მათი აქტივებიც მოექცა. შედეგად, აბრამოვიჩმა "ჩელსის" მართვის სადავეები მთლიანად დაკარგა.

პირველი, რაც ტოდ ბოელის გუნდში მოსვლასთან ასოცირდება, მრავალმილიონიანი ტრანსფერებია, თუმცა ამასთან ერთად, "ჩელსის" გულშემატკივარს კარგად ახსოვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორს, ტომაშ ტუხელს, ამერიკელმა ბიზნესმენმა დრო არ მისცა და არასახარბიელო შედეგების გამო გაათავისუფლა.

ტუხელი გრაჰამ პოტერმა ჩაანაცვლა, რომელიც ვერ ვიტყვით, რომ შედეგებით დაიკვეხნის. ტუხელის მხარდასაჭერად გულშემატკივარმა ბანერი არაერთხელ გამოფინა, "ჩვენ გვყავს სუპერ ტომაშ ტუხელიც" არაერთხელ იმღერეს სტადიონზე, მაგრამ ტოდ ბოელი შეუვალია.

"თითოეულ მატჩში 100%-ით დავიხარჯებით. ჩვენი ხედვა ნათელია: გვინდა, გულშემატკივარმა იამაყოს", - განაცხადა ბოელიმ გუნდის შეძენისას.

ნათელია, რომ გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს, რომლებმაც გუნდის ხვალინდელი დღე უნდა შექმნან, თუმცა ვინ იქნება რეგულარულად ძირითადი შემადგენლობის წევრი, ეს რთული კითხვაა. შეიძლება ითქვას, რომ ლონდონის "ჩელსის" ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ღრმა (თუმცა არა ყველაზე ძლიერი) შემადგენლობა ჰყავს.


222222222222222222222222222222222

სხვა სტატიები