Belive

"მას დრო სჭირდება" - მაურისიო პოჩეტინო მუდრიკზე

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

წინა სეზონის მსგავსად, "ჩელსიმ" მიმდინარე სეზონიც წარუმატებლად დაიწყო. ლონდონელებს ბოლო 5 შეხვედრაში მხოლოდ ერთი მოგება აქვთ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ "არისტოკრატებს" 5 გოლი აქვთ გატანილი, რაც1995-96 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია. 

ჯერჯერობით, ვერც მიხაილო მუდრიკი აჩვენებს დამაიმედებელ თამაშებს. უკრაინელი შემტევის დამატების შემდეგ, "ჩელსის" გულშემატკივრებს სჯეროდათ, რომ მიხაილო კლუბს დიდ წარმატებას მოუტანდა, თუმცა, შეცდნენ. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა 15 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 4 შეხვედრაში უკრაინელს არც გოლი აქვს და არც შედეგიანი გადაცემა. "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ აღნიშნა, რომ მას კიდევ სჭირდება დრო. 

ის ვითარდება. ჯერ კიდევ სწავლობს, დრო სჭირდება. თამაშის უკეთ აღქმა სჭირდება და გუნდთან უფრო მეტი კავშირი უნდა ჰქონდეს. მას გასაუმჯობესებლად დრო სჭირდება. - განაცხადა პოჩეტინომ Sky Sports-თან საუბრისას

შეგახსენებთ, რომ "ჩელსიმ" მუდრიკი გასულ სეზონში დაიამატა და კონტრაქტი 2030 წლამდე გააფორმა. ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა.

სხვა სტატიები