Belive

ჩელსიმ მუდრიკი ტოტენჰემში გაანათხოვრა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიხაილო მუდრიკი მიმდინარე სეზონს, იჯარის წესით, ტოტენჰემში გაატარებს, თუმცა რა ოდენობის ანაზღაურებას მიიღებს უკრაინელი ახალ კლუბში?

მუდრიკს 2024 წლის ნოემბრის შემდეგ ოფიციალურ მატჩში არ უთამაშია: მას დისკვალიფიკაცია აკრძალული ნივთიერების, მელდონიუმის მოხმარების გამო ჰქონდა დაკისრებული. თუმცა ფეხბურთელს მოედანზე დაბრუნების უფლება ივლისიდან მიეცა. ჩელსი მზადაა, იგი იჯარით გაუშვას სათამაშო ფორმის აღსადგენად.

ქოვენთრისთან, კრისტალ პალასსა და ლიდსთან დაკავშირების შემდეგ, მუდრიკი 2026/27 წლების სეზონს საბოლოოდ ტოტენჰემში გაატარებს. ვინგერი თავის დროზე დონეცკის შახტარში რობერტო დე ძერბის ხელმძღვანელობით თამაშობდა. სწორედ მაშინ, იტალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ "მიხაილო ერთ დღეს ოქროს ბურთს მოიგებს" (2022 წელი) - ახლა დე ძერბი და მუდრიკი ისევ ერთად იმუშავებენ.

ჯერჯერობით უცნობია, მუდრიკის ხელფასის რა ნაწილს დაფარავს ტოტენჰემი, მაგრამ ის ზუსტად ვიცით, რომ უკრაინელი ჩელსიში კვირაში 100 000 ფუნტს გამოიმუშავებს.

სხვა სტატიები