ჩელსიმ კრისტალ პალასის წინააღმდეგ მისთვის ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერლიგის მე-19 ტურში ,,ჩელსიმ'' ,,კრისტალ პალასს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
ამ მატჩში ,,არისტოკრატებმა'' ინგლისის ჩემპიონატში მათთვის ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშეს - პოჩეტინოს გუნდის ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 23 წელი და 21 დღე იყო.
ეს პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდულ შემადგენლობებს შორის მე-8 შედეგია. ამ მხრივ რეკორდი ,,მანჩესტერ იუნაიტედს'' ეკუთვნის - 22 წელი და 284 დღე (2017 წელს ასევე კრისტალ პალასის წინააღმდეგ).
,,კრისტალ პალასთან'' შეხვედრაში ,,ჩელსის'' ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ლევი კოლუილი (20 წელი) იყო, ყველაზე ასაკოვანი კი - კრისტოფერ ნკუნკუ (26 წელი).