"თუ მარესკა მომდევნო ორ შეხვედრას ვერ მოიგებს, მას გუნდიდან გაათავისუფლებენ" - Sky Sports
"ჩელსის" მთავარ მწვრთნელს ენცო მარესკას წარუმატებელი პერიოდი უდგას, Sky Sports-ის საფეხბურთო ექსპერტი პოლ მერსონი აცხადებს, რომ თუ ის მომდევნო ორი ტურის შეხვედრას ("საუთჰემპტონი", "ლესტერი") ვერ მოიგებს შესაძლოა ის გუნდიდან ნაადრევად გაათავისუფლონ, მისი განცხადებით თუ იტალიელ სპეციალისტს გუნდში მუშაობა სურს მას აუცილებლად სჭირდება ორივე თამაშის მოგება.
"ჩელსის" პრემიერ ლიგის ბოლო 10 შეხვედრაში 2 მოგება აქვს, მათ კი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა სურთ, თუ მომდევნო ორ თამაშს ლონდონური გუნდი ვერ მოიგებს შანსია, რომ ისინი ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ვერ მოხვნდნენ. "ჩელსი" ასევე გამოვარდა FA თასიდან, სადაც "ბრაიტონმა" 2:1 მოუგო.
Sky-ს ცნობით ლონდონურ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კოულ პალმერის და კიდევ სხვა ფეხბურთელების შესანარჩუნებლადაც სჭირდება.
NOTICIA. Chelsea despedirá al DT Enzo Maresca si el equipo no gana los partidos contra Southampton y Leicester por las jornadas 27 y 28 de la Premier League. [Sky] pic.twitter.com/978WNomOvp
— Futbol de Inglaterra (@Mercado_Ingles) February 24, 2025
"ჩელსი" პრემიერ ლიგის ცხრილში 43 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს (12 მოგება, 7 ფრე, 7 მარცხი), ჩემპიონთა ლიგის ზონამდე ლონდონურ გუნდს 1 ქულა აშორებს. სრულად სატურნირო ცხრილი კი ასე გამოიყურება
