ჩელსიმ ენცო ფერნანდესი სარეკორდო ფასად შეიძინა
"ჩელსიმ" არგენტინელი ფეხბურთელი ენცო ფერნანდესი ინგლისისთვის სარეკორდო თანხად, £106.8 მილიონად გაიფორმა და "მანჩესტერ სიტის" რეკორდი გააუმჯობესა. "ქალაქელებმა" 18 თვის წინ, "ასტონ ვილასგან" ჯეკ გრილიში £100 მილიონად შეიძინეს.
A NEW British transfer record! 📈💰
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) February 1, 2023
Chelsea have signed Enzo Fernandez for a British record £106.8m from Benfica. pic.twitter.com/c7wXssnpXD
საბოლოო ჯამში, ტრანსფერის ღირებულებამ £120 მილიონი შეადგინა. 22 წლის ფეხბურთელმა რვაწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და "ჩელსის" რიგებში 2031 წლის ზაფხულამდე დარჩება. ინგლისელები "ბენფიკასთან" მოლაპარაკებებს იანვრის დასაწყისშიც მართავნდენ, თუმცა, სანამ "არისტოკრატებმა" 120 მილიონი ფუნტი არ გადაიხადეს, პორტუგალიელებმა ფეხბურთელი არ გაყიდეს.
ენცო ლონდონში არ ჩასულა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერნანდესმა სამედიცინო შემოწმება პორტუგალიაშივე გაიარა და მზადაა "ჩელსის" რიგებს შეუერთდეს.
მიუხედავად მრავალი ტრანსფერისა, ლონდონელები წლევანდელ პრემიერ ლიგის გათამაშებაში კარგად ვერ გამოიყურებიან. გრემ პოტერის გუნდს ბოლო 5 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს და მე-10 პოზიციას იკავებს. ლონდონელებს შემდეგი შეხვედრა "ფულემის" წინააღმდეგ 3 თებერვალს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული.