Belive

ჩელსი ჟოაო ფელიქსს და რაჰიმ სტერლინგს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ წაიყვანს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჟოაო ფელიქსის და რაჰიმ სტერლინგის გარეშე იასპარეზებს, გადაწყვეტილება ენცო მარესკამ უკვე მიიღო, ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Mirror აქვეყნებს. ჩელსი ჟოაო ფელიქსის 14-ნომრიან მაისურს დარიო ესუგოს გადასცემს. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე არ წაიყვანს სერბ მეკარე ჯორჯე პეტროვიჩს და აქსელ დისასის.

ოთხივე ფეხბურთელი ჩელსის საკუთრებაა, მაგრამ იჯარით სხვაგან ასპარეზობენ. ჟოაო ფელიქსი მილანში გაუშვეს, რაჰიმ სტერლინგი არსენალში, პეტროვიჩი სტრასბურში, ხოლო დისასი ასტონ ვილაში. ოთხივე ფეხბურთელს იჯარა 30 ივნისს უმთავრდება.

ლონდონურ კლუბს ტურნირზე ისეთი ფეხბურთელების წაყვანა სურს, რომლებიც სტაბილურად ასპარეზობენ და არა ისეთების, რომლებიც იჯარით სხვა კლუბებში თამაშობენ.

ჩელსი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს 16 ივნისს ლოს ანჯელესთან დაიწყებს, 20 ივნისს ფლამენგოს დაუპირისპირდება, ხოლო 25-ში ესპერანსს.

სხვა სტატიები