Belive

ფეიენოორდმა ვარჯიში ბელგიაში დაიწყო - მიზეზი რაჰიმ სტერლინგის ტრანსფერია

3 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ცნობილი ბრიტანული სპორტული გამოცემა "The Sun" საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც ბელგიური და ნიდერლანდური მედიებიც ადასტურებენ - კერძოდ, ფეიერნოორდმა შიდა ჩემპიონატისთვის მზადება არა როტერდამში, არამედ ბელგიაში გააგრძელა და ამას ძალიან საინტერესო მიზეზი აქვს.

როტერდამულმა კლუბმა რამდენიმე დღის წინ, ჩელსისა და არსენალის ყოფილი ფეხბურთელი, ინგლისელი რაჰიმ სტერლინგი დაიმატა, რაჰიმ სტერლინგს ჯერ კიდევ არ აქვს სამუშაო ვიზა ნიდერლანდებში სათამაშოდ, ამიტომ კლუბმა გადაწყვიტა, რომ სავარჯიშო სესიები ბელგიაში გადაეტანა, რათა მას გუნდთან ინტეგრაცია შეძლებოდა.

რაჰიმ სტერლინგი კარიერის განმავლობაში სულ ინგლისურ გუნდებში ასპარეზობდა, მან ახალგაზრდული კარიერა ქუინს პარკ რეინჯერსში დაიწყო, შემდეგ ლივერპულის ახალგაზრდულში ვიხილეთ, ხოლო 2012-დან 2015 წლამდე მთავარ გუნდში ასპარეზობდა. ლივერპულის შემდეგ მანჩესტერ სიტიში, არსენალსა და ჩელსიშიც თამაშობდა.

ასევე გეტყვით, რომ სტერლინგს ყველა კარიერული ტიტული მანჩესტერ სიტისთან ერთად აქვს მოგებული - 4 პრემიერ ლიგა, 1 FA თასი, 5 ინგლისის ლიგის თასი, 1 ინგლისის სუპერთასი. 2019 წელს კი ინგლისელი ფეხბურთელი მანჩესტერული გუნდის საუკეთესო ფეხბურთლად დასახელდა.

ასე და ამგვარად, ფეიერნოორდი იქამდე ივარჯიშებს ბელგიაში, სანამ რაჰიმ სტერლინგი ნიდერლანდურ სამუშაო ვიზა არ მიიღებს.

სხვა სტატიები