Belive

დე ლა ფუენტე ლემანზე: "არ ვიცი, ჩვენი ეშინია თუ პატივს არ გვცემს"

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლუის დე ლა ფუენტემ გერმანიასთან გასამართი 1/4 ფინალის წინ პრესკონფერენცია გამართა. ესპანელთა მწვრთნელმა მომავალ დაპირისპირებას ფინალი უწოდა და განაცხადა, რომ თამაში საკუთარი გუნდის მსგავს ნაკრებთან მოუწევთ. ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვა იენს ლემანის კომენტარსაც შეეხებოდა, რომელმაც თქვა, რომ ესპანეთის 'პატარა' და 'გამოუცდელ' გუნდს ამ გერმანიის დამარცხება არ შეუძლია.

ზუსტად არ ვიცი რა თქვა ლემანმა, მაგრამ ვერ გავიგე, მას ჩვენი ეშინია თუ პატივს არ გვცემს. ერთადერთი რაც გვაწუხებს ისაა, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით მეტოქის პოტენციალი. ჩვენ ვიცით მეტოქის პოტენციალი და ეს არის ის, რაც გვაწუხებს. ეს თითქმის ფინალია.

გერმანია შეხვედრის სტარტზე ძალიან მძლავრია, მაგრამ პირველი წუთიდან ვეცდებით ინიციატივის აღებას. თავდასხმაზე პასუხის საუკეთესო გზა თავდასხმით პასუხია. ესპანეთის მსგავს მეტოქესთან ვთამაშობთ, მაგრამ ვეცდებით, ჩვენი თამაში მოვახერხოთ. ის, ვინც ყველაზე ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, თამაშს მოიგებს. გრიმალდო და ოლმო გერმანულ ფეხბურთს კარრგად იცნობენ, თუმცა ყველა მოთამაშე მზად არის სასტარტო შემადგენლობისთვის.

ამ ტიპის მატჩებში არ მგონია, რომ ატმოსფერო დამაშინებელი იყოს. არ ვფიქრობ, რომ ამას დიდი გავლენა ექნება. მოთამაშეები მზად არიან ითამაშონ 'მტრულ' გარემოში. ესპანეთი ხალისით და თავდაჯერებულად ითამაშებს.

- განაცხადა ლუის დე ლა ფუენტე

ორივე გუნდმა ჯგუფური ეტაპი მარტივად დაძლია. ესპანეთმა სამივე თამაში ისე მოიგო, რომ გოლი არ გაუშვა. მერვედფინალში გერმანიამ დანია დაამარცხა (2:0), ხოლო 'ფურია როხამ' ქართველებს აჯობა (4:1).

სხვა სტატიები