Belive

ვოიცეხ შჩესნი: "19 თამაში ვითამაშე, არცერთი წამიგია - ასეთ გუნდში თამაში ბედნიერებაა"

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთს ეროვნული ნაკრების ყოფილმა და კატალონიის ,,ბარსელონას'' მოქმედმა მეკარე, ვოიცეხ შჩესნიმ, მის "ბარსელონურ" კარიერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პერიოდი, მის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება იქნება.

"ფეხბურთს თავი დავანებე, მერე ისე მოხდა, რომ აღვადგინე კარიერა, რადგან ბარსელონაში თამაში, ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო და უარი ვეღარ ვთქვი. შეიძლება თავდაპირველად მაგარ ფორმაში ვერ ვიყავი, რაც ლოგიკური იყო, რადგან კარიერა დასრულებული მქონდა, თუმცა ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა...

ძალიან მიხარია, რომ ასეთ ფორმაში ვარ და ამ გუნდის წევრი ვარ, რომელიც დღევანდელ ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესოა.

19 თამაში ვითამაშე ბარსელონაში და არ წამიგია - ძალიან დიდი სიამოვნებაა ასეთ კლუბში თამაში, როგორიც ბარსელონაა.

ყველა პოლონელ ფეხბურთელს ვურჩევ - იშრომეთ იმდენი, რომ კარიერაში ასეთი ბედნიერი წლები გქონდეთ..." - ვოიცეხ შჩესნი

27 აგვისტოს შჩესნიმ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ,,ბარსელონას'' მეკარემ, ტერ შტეგენმა, მძიმე ტრავმა მიიღო, კატალონიური გუნდი სწორედ პოლონელს დაუკავშირდა და მასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები