ჩავი ვილახოანა: "მესიმ თავად უნდა მოინდომოს დარჩენა"
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"მას უნდა ვკითხოთ, სურს თუ არა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაში. სპორტული კუთხით მოთამაშეები კარიერაში გარკვეულ წერტილს აღწევენ, როცა მათი როლი იცვლება, საქმე მარტო მასში არაა". "როდესაც იზრდები, მნიშვნელოვან თამაშებში შენი როლიც უნდა გაიზარდოს. ბევრი როლი არსებობს. უნდა შეგეძლოს ახალგაზრდა ფეხბურთელების ინტეგრირება, რომლებიც გუნდს უერთდებიან. უნდა იყო გუნდის ლიდერი და კაპიტანი". "სპორტში მოტივაცია სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია, მით უმეტეს, როცა კაპიტანი ხარ. როცა ცდილობენ შენს წაქცევას, მაშინ მოტივაცია იწყებს მუშაობას. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გოლის გაშვების შემდეგ გუნდს თამაშის შემობრუნების სურვილი არ ეტყობა, სწორედ ეს არის მოტივაციის არარსებობის სიმპტომი. მოტივაციის ნაკლებობაში თავის როლს გულშემატკივრების არყოფნაც თამაშობს, რომლებიც ენერგიას მატებენ გუნდს". "აი, ამიტომ უნდა ვკითხოთ მესის, სურს თუ არა მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშის გაგრძელება. თუმცა საქმე მხოლოდ მის დარწმუნებაში არაა - დარჩენა მან თავად უნდა მოინდომოს და გადაწყვიტოს. სურვილი თავად მოთამაშისგან უნდა მოდიოდეს და თუ არგუმენტებით განვამტკიცებთ მის სურვილს, უკეთესი იქნება. პირველმა სათქმელი მესიმ უნდა თქვას".