Belive

ბელინგემი პირველია - 10 საუკეთესო შემტევი ნახევარმცველი FourFourTwo-ს ვერსიით

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრიტანულმა გამოცემამ, FourFourTwo-მ, ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო შემტევი ნახევარმცველები დაასახელა.

რეიტინგში პირველ ადგილს ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის ,,რეალის'' შემტევი, ჯუდ ბელინგემი იკავებს:

,,ბელინგემის პირველი თვეები რეალში ბლოკბასტერს ჰგავს - ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლები, მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებები. მას ახლა ლა ლიგაში უკვე იმაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ზინედინ ზიდანს მთელი სეზონის განმავლობაში.

ბელინგემის ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაში მომხიბვლელია და კიდევ უფრო გასაოცარია, რომ მას თამაში რვა ნომრადაც შეუძლია. გოლები ამ წარმოუდგენელ ისტორიაში მხოლოდ გვერდების ნომრებია - მისი პერფორმანსებიც აღმაფრთოვანებელია.'' - წერს FourFourTwo

Top 10 შემტევი ნახევარმცველი FourFourTwo-ს ვერსიით:

  1. ჯუდ ბელინგემი - რეალი

  2. კევინ დე ბრუინე - მანჩესტერ სიტი

  3. ჯამალ მუსიალა - ბაიერნი

  4. ლეო მესი - ინტერ მაიამი

  5. მარტინ ოდეგორი - არსენალი

  6. ჯეიმს მედისონი - ტოტენჰემი

  7. დომინიკ სობოსლაი - ლივერპული

  8. ბრუნო ფერნანდეში - მან. იუნაიტედი

  9. ლუკას პაკეტა - ვესტ ჰემი

  10. პიოტრ ზელინსკი - ნაპოლი

სხვა სტატიები