ჩაკვეტაძის 30 წუთი სიტისთან და ასისტი | ქართველი ფეხბურთელის შეფასება
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,უოტფორდს'' უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.
მატჩში 61-ე წუთზე ჩაერთო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-სგან 7-ქულიანი შეფასება დაიმსახურა.
ჩაკვეტაძემ, რომელიც ბურთს სულ 19-ჯერ შეეხო, კარისკენ ერთხელ დაარტყა, 12-დან 10 სწორი პასი გააკეთა (83%) და 4-დან 2 დუელი მოიგო.
6.6 ქულით შეაფასა გიორგის თამაში Whoscored-მა, 7 ქულით კი - Flashscore-მა.
,,უოტფორდი'' მომავალ მატჩს 28 სექტემბერს, ინგლისის ჩემპიონშიფში, სანდერლენდის წინააღმდეგ გამართავს.
We exit the cup. #WatfordFC | @Carabao_Cup pic.twitter.com/f7JpWiPvlw
— Watford Football Club (@WatfordFC) September 24, 2024