Belive

უოტფორდი არასტაბილურია | გიორგი ჩაკვეტაძის შეფასება ლუთონთან მატჩში

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონშიპის მე-10 ტურში "ლუთონმა" "უოტფორდი" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში, სტუმრებმა კარში ზუსტად მხოლოდ 1-ელ დაარტყეს. მასპინძლებმა ანგარიში მე-11 წუთზე, ჯორდან კლარკის გოლით გახსნეს. მეორე ტაიმის დაწყებიდან 2 წუთში უპირატესობა ჩარლტონ მორისმა გაზარდა, უოტფორდის განადგურებას კი წერტილი, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ჯეიკობ ბრაუნმა დაუსვა.

ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეხვედრა სრულად ჩაატარა გიორგი ჩაკვეტაძემ. ქართველმა კარისკენ მხოლოოდ ერთხელ დაარტყა. 82%-იანი სიზუსტით აკეთებდა პასებს (28/33). დრიბლინგის მცდელობა კი 2-ჯერ ჰქონდა, თუმცა არ გამოუვიდა. სტატისტიკური მონაცემების ვებ-გვერდების (sofascore და whoscored) მიხედვით, გიორგიმ (6.5/6.1) შეფასება დაიმსახურა.

უოტფორდს ჩემპიონშიპის ბოლო 7 მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს და გუნდი 16 ქულით მე-6 პოზიციაზეა. ტომ კლევერლის გუნდი მომავალ შეხვედრას "ლიდსის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები