ჩაბი ალონსო ფულემთან მატჩის შემდეგ, საკუთარი გუნდით კმაყოფილი იყო
ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, საკუთარი გუნდი შეაქო, განსაკუთრებული ყურადღება კი შემტევებზე, ჟოაო პედროზე, მორგან როჯერსსა და კოულ პალმერზე გაამახვილა. ბრაზილიელმა საკუთარი გუნდი, თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც 31 წამში დააწინაურა. მასპინძელთაგან წონასწორობა, შეხვედრის 23-ე წუთზე, 19 წლის ჯოშ კინგმა აღადგინა, როდესაც საჯარიმოში შესულმა, მახვილი კუთხიდან, ძლიერი დარტყმით, რობერტ სანჩესის კარი აიღო. ტაიმის ბოლოსკენ კი, ლონდონელთა ახალწვეულმა, მორგან როჯერსმა, ჩელსის მაისურით, პირველი გოლი გაიტანა და "არისტოკრატები" კვლავ წინ გაიყვანა.
მატჩის მეორე ნახევარიც ჩელსის სწრაფი გოლით დაიწყო. 49-ე წუთზე, ფულემის საჯარიმოში, ჟოაო პედროს გადაცემის შემდეგ, კოულ პალმერმა მესამე გოლი გაიტანა. აქედან მალევე, სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. ტიმოთი კასტანის დარტყმული სანჩესმა მოიგერია, სამაგიეროდ დამატებაზე გონსალო გარსიამ ივარგა და სტუმართა კარში მეორე გოლი გაქვითა.
მატჩის შემდგომ ინტერვიუში, ალონსომ, სწორედ იმ ფეხბურთელებზე გააკეთა ძირითადი აქცენტი, რომლებაც გუშინდელ შეხვედრაში მასპინძელთა კარი სამჯერ აიღეს.
ისინი გუნდის შენების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან. სწორედ მათ გარშემო უნდა ავაშენოთ გუნდი. მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. სხვა მოთამაშეებისთვის მაგალითის მიმცემები უნდა იყვნენ და დანარჩენი ფეხბურთელები შთააგონონ. თუ ისინი კარგად ითამაშებენ, სხვებიც მათ აჰყვებიან.
პალმერის გამო ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ძალიან მომწონს მისი ასეტი დინამიური, თავისუფალი და პასუხიმგებლობით სავსე თამაში. ის გუნდს ეხმარება და თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად გრძნობს. სწორედ ეს გვჭირდება. - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა
🇬🇧 #PremierLeague
— beIN SPORTS (@beinsports_FR) August 25, 2026
🎙 Xabi Alonso : "Si Cole est comme ça, nous aurons un meilleur Chelsea" pic.twitter.com/ThKZMHjOtX
ჩელსი პრემიერ ლიგის მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს, საშინაო არენაზე, ბრაიტონის წინააღმდეგ გამართავს. ბრაიტონმა, პირველ ტურში, ასტონ ვილა დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და ამ მომენტისთვის პირველ ადგილზეა.