Belive

CBS Sports-ის ექსპერტთა პროგნოზი - ვინ მოიგებს წელს ოქროს ბურთს?

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

CBS Spot-ის საფეხბურთო ექსპერტები თანხმდებიან, რომ 2025 წელს ,,ოქროს ბურთის'' მოგების უმთავრესი ფავორიტი, ეგვიპტის ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' შემტევი მოჰამედ სალაჰია:

ქეით სკოტი - 27 ოქტომბერს ოქროს ბურთის გამარჯვებული იქნება... როგორია თქვენი პროგნოზი?

ჯეიმი კარაგერი - მოჰამედ სალაჰი!

ტიერი ანრი - დიახ, მე ჯეიმის ვეთანხმები. თუ ასე გააგრძელებს, სალაჰი მოიგებს....

მაიკა რიჩარდსი - ალბათ, სალაჰი... ვინისიუსი ან სალაჰი. -

მიმდინარე სეზონში მოჰამედ სალაჰის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 26 გოლი და 18 საგოლე გადაცემაა.

ეგვიპტელმა ,,ოქროს ბურთს'' გამოკითხვაში ყველაზე მაღალი პოზიცია 2019 და 2022 წლებში დაიკავა - 32 წლის ფეხბურთელი ორივე შემთხვევაში მე-5 ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები