ჯეიმი კარაგერი: "ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონა ლივერპული იქნება"
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ლივერპულელმა მცველმა და ამჟამად სპორტულმა ანალიტიკოსმა - ჯეიმი კარაგერმა, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის დაწყების შესახებ ისაუბრა და საკუთარი პროგნოზიც გააკეთა.
"ჩემპიონთა ლიგა, ანუ ნამდვილი ფეხბურთი იწყება და ძალიან მოხარული ვარ - რაც შეეხება ჩემს პროგნოზს. მგონია რომ მთავარი ფავორიტი ბარსელონა იქნება, რადგან მათ გასულ სეზონში ბრწყინვალედ გამოიჩინეს თავი და რომ არა მცირედი არ გამართლებები, ისინი ლიგის თასთან ძალიან ახლოს იყვნენ.
მგონია, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონასა და ლივერპულს შორის შედგება..." - ჯეიმი კარაგერი
ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩები 16, 17 და 18 სექტემბერს გაიმართება.