ბაიერნი ნოიერის წასვლისთვის ემზადება | გუნდი ახალ მეკარეს ეძებს
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნის სპორტული ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ნოიერი მიმდინარე სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს. 40 წლის მეკარემ, რომელიც "რეკორდმაისტერის" ღირსებას უკვე 16 წელია იცავს, მაინცთან შეხვედრაში მარჯვენა ტერფის მყესი დაიზიანა. Marca-ს ცნობით, ამ ტრავმის გამო, ვეტერანი მეკარე მოედანს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება.
ტრავმის სიმძიმისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამეორების მიუხედავად, ნოიერი კარიერის ნაადრევად დასრულებას არ აპირებს, მაგრამ ბაიერნს მეკარის პოზიციასთან დაკავშირებით, უკვე მკაფიო ხედვა აქვს. კლუბმა პირველ ნომრად იონას ურბიგი აირჩია, თუმცა კლუბის ხელმძღვანელთა აზრით, მხოლოდ ურბიგი საკმარისი არ არის. გუნდს სტაბილურობისა და შიდა კონკურენციის გასაძლიერებლად, მაღალი დონის მეკარე სჭირდება.
ყველაზე რეალურ კანდიდატად, ჰოფენჰაიმის კიპერი, ოლივერ ბაუმანი სახელდება, თუმცა მიუნხენელთა ინტერესი გაცილებით ფართოა. კლუბი ბერნდ ლენოს კანდიდატურასაც განიხილავს. Sky Sport-ის ინფორმაციით, კანდიდატთა სიას ბოლო პერიოდში ლორის კარიუსიც შეუერთდა, რომელიც უკვე მესამე სეზონია, შალკეს ღირსებას იცავს.
გერმანულ მედიაში უკვე საუბრობენ, რომ ნოიერისთვის შესაძლოა კარიერის დასრულების დრო დადგა. სულ უფრო იზრდება მოლოდინი, რომ „ბაიერნი“ კლუბისა და გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მეკარესთან დამშვიდობებისთვის ემზადება.
Internally, Bayern fully assume that Manuel Neuer will retire at the end of this season. Farewell interviews with the goalkeeper are already being planned. As for the rest of this season, the current plan is for Neuer to retain his #1 status once he returns from injury… pic.twitter.com/d1vVzPmzXQ
— Bayern & Germany (@iMiaSanMia) November 9, 2026