ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ახლა რთული პერიოდი გვაქვს. გასახდელში შევალ და ყველას დაველაპარაკები. მინდა, ბიჭებს დავემშვიდობო და გავამხნევო ისინი. ნაკრებისთვის თამაში ბევრ რამეს ნიშნავს, ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ეს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და ვიმეორებ: პასუხისმგებლობას ვიღებ"იასენ პეტროვი, ბულგარეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წელს დაინიშნა, მას შემდეგ მან 17 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისი გუნდი 9-ჯერ დაამარცხეს, 5-ჯერ ფრე ითამაშა და მხოლოდ 3-ჯერ გაიმარჯვა.